გორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა - პროდუქციით სავსე მტვირთავი სრულად განადგურდა
გორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა - პროდუქციით სავსე მტვირთავი სრულად განადგურდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სატვირთო ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნოდა.
მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, სატვირთოს ტექნიკური გაუმართაობა იყოს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.