ტრაგიკულად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

06.07.24 15:16
ტრაგიკულად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს - კახა ზურაბაშვილი უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, კოლეგებმა და თანაქალაქელებმა გააცილეს.

ადგილობრივები და გარდაცვლილი მფრინავის ოჯახიც ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რა მოხდა ბოლნისში სამხედრო სწავლების დროს და რატომ განიცადა კატასტროფა საფრენმა აპარატმა.

ცნობისთვის, ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა.

ბოლნისის რაიონში, სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დოკუმენტაციაა ამოღებული. ამასთანავე, გამოიკითხა მოწმეები და მოხდა საფრენი აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება.