უმძიმესი ვითარება გელათში - ადგილი, რომლის კონქში წყლის ჩასვლის გამო ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა ნადგურდება

06.07.24 20:46
უმძიმესი ვითარება გელათში - ადგილი, რომლის კონქში წყლის ჩასვლის გამო ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა ნადგურდება

უმძიმესი მდგომარეობა გელათში - "ევროპა ჩვენი სახლია" სამონასტრო კომპლექსის ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს ის ადგილი, რომლის კონქში წყლის ჩასვლის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ სახელდება მიზეზი, რის გამო გადაწყდა საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვის მოხსნა ახალი კონსტრუქციის მოწყობამდე.
❗️ეს ის ადგილია, რომლის კონქში არის წყლის ჩასვლის გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა.
❗️ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდეა დაგეგმილი, შესაბამისად, მისი გადახურვის გარეშე დატოვება ამინდის გაუარესების შემთხვევაში განუსაზღვრელი რისკია.
⭕️სახურავზე, კრამიტში განთავსებულია მინის სარკმელი, რომლის მონტაჟის დრო უცნობია, მნიშვნელოვანია მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
⭕️გაუგებარი რჩევა პროექტის არ გასაჯაროების მიზეზი. 
უამრავი თხოვნის მიუხედავად, სამუშაოები დახურული პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
✅️აღსანიშნავია, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, დღევანდელი მდგომარეობით მონასტრამდე გადაადგილება თავისუფალია.
იმედია, სოფლის დაკეტვით დაწესებული აუხსნელი და გაუგებარი რეჟიმი მომავალში აღარ იმოქმედებს", - წერია "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.