ავარიას გომბორის გზაზე მოტოციკლისტი ემსხვერპლა

06.07.24 21:41
ავარიას გომბორის გზაზე მოტოციკლისტი ემსხვერპლა

ავარია თელავში - გომბორის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე პოლიცაა მობილიზებული.