დატბორილია სახლები, გზები და ხიდები წყალმა წაიღო - დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს

27.07.21 13:12
 დატბორილია სახლები, გზები და ხიდები წყალმა წაიღო - დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა, რაჭაში კი წაღებულია გზები, ხიდები და სახლები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აჭარაშიც. მოძრაობაა პარალიზებული ბათუმში. ქუჩები დატბორილია, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი გადაადგილება უჭირს, სანიაღვრე არხები წყლის ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც პირველი სართულების დატბორვის საფრთხე არსებობს.

მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულს უკვე უახლოვდება, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საგანგაშო ვითარებაა მდინარე ენგურზე, სადაც წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა.

ხელისუფლება ნალექის შემცირებას ელოდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფართო მასშტაბით აწარმოოს.

ზარალის შესახებ  ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
 

მსგავსი სიახლეები