"7 ტყვია ესროლეს, სამი ფეხებში მოხვდა" - რას ყვება დაჭრილი კურიერის დედა
სასტიკი ანგარიშსწორება "გლოვოს" კურიერზე - თემო სიგუას დედა მომხდარს იხსენებს. ქალი ყვება, რომ მის შვილს ნუცუბიძის პლატოზე ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა, აქედან 4 გოგო იყო. მისი თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ახალგაზრდას ფეხებში ესროლეს.
ქალი ყვება, რომ ფეხებში დაჭრილი ახალგაზრდა მოპედზე დაჯდა და ნუცუბიძის პლატოდან ბაგებამდე თავად ჩამოვიდა, სადაც უკვე გული წაუვიდა. ამასტან, დაშავებულის დედა ამბობს, რომ მის შილზე ანგარიშსწორებას არაერთი მოქალაქე უყურებდა, თუმცა არცერთმა მათგნა არც სასწრაფოში და არც პოლიციაში დარეკა.
შეკვეთა მიიტანა ნუცუბიძის პლატოზე, „ბოლო შეკვეთა მაქვს“, დამირეკა და ნახევარ საატში სახლში მოვალო. დამირეკეს, დაჭრილია თემოო და ჩამოვედი საერთოდ გათეთრებული, ვნახე, მაგრამ რა ვნახე... სამი ტყვია ჰქონდა ორივე ფეხზე, თითები აქვს დამსხვრეული, სჭირდება ძვირადღირეული ოპერაცია. შეკვეთა მიიტანა და 5 წუთში დაურეკეს, რა არისო, აგვახიე ერთი ბოთლი ლუდიო? გინება დაუწყიათ. ამას უთქვამს, მე რა შუაში ვარ, მე კურიერი ვარო, რაც გამომატანეს, ის მოგიტანეთო და „ბიჭო, შენ რა ენას ატლიკინებო“ და 4 ბიჭი ჩამოვიდა მერე 4 გოგო შემოგვიერთდაო და ყველა ერთად ურტყამდნენ და მერე მთელი აბოიმა ტყვიები გამოუშვია და სამი ტყვია მოხვდა. 7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა. დამჯდარა მოტოზე და ნუცუბიძის პლატოდან 3 ტყვიით ჩამოვიდა ბაგებში და იქ დაეცა, გონება დაკარგა. ბიჭები დაესივნენ, დამირეკეს ასე და ასეო, თემო არის დაჭრილიო... იქ მილიონ კაცი იდგა თურმე, არც დაურეკავთ არ სასწრაფოში, არც პატრულში, - ამბობს დაშავებულის დედა.
თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა.
ირკვევა, რომ კურიერმა ერთ-ერთი შეკვეთა დანიშნულების ადგილზე მიიტანა და ტერიტორია დატოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც შემკვეთმა აღმოაჩინა, რომ შეკვეთას კონკრეტული პროდუქტი აკლდა, მან ახალგაზრდას დაურეკა და უკან ააბრუნა. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა თემო სიგუაზეც თავდასხმაც.