"ტაძარი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს" - გელათის მცველები
გელათის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გელათის მცველები სკეპტიკურად უყურებენ. „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ახლა ტაძარშია. ბარათაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უმძმეს მდგომარეობაში მყოფი ტაძარი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს.
არ გვაქვს შესაძლებლობა, დავაკვირდეთ პროცესს, თუ რამდენად მიყვება ის პროექტს და რამდენად არის თანმიმდევრული ეს პროცესი. რასაც ჩვსენ ვხედავდ, არათანმიმდევრულობა უკვე სახეზეა, რაც ჩევნ გავავრცელეთ ფოტოების მეშვეობით. მოხსნილია საკურთხევლის მხარეს აბსიდის დროებითი გადახურვა, რაც წარმოუდგენელი ამბავია. ეს ე.წ. ფანჯარა ძალიან სახიფათოა წვიმის პერიოდში, რამდენადაც ის ქაფით არის ახლა ამოვსებული და წყლის შეკავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეგ გაჟონავს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გელათი და ეს არ არის ნამდვილად დრამატიზება, საჭიროებს დროულ გადარჩენას, - ამბობს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ხელოვნებათმოცოდნე ნიკა ვაჩეიშვილიც. მისი თქმით, შეუძლებელია ტაძრის რეაბილიტაციაზე დაკვირვება, რადგან იქ არავის უშვებენ, პროქტი კი, რომლის მიხედვითაც ტაძრის რეაბილიტაცია ხორციელდება, ხელმისაწვდომი არ არის.
რის მიხედვით მიდის სამუშოები გელათში არავინ იცის. ფაქტობრივად ონლაინ არ დევს არც პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება, არც მისი კონსტრუქციული გათვლები. ჩვენ გვაქვს დოკუემნტი იკომოსის ატვირთული, რომელიც კრიტიკული კითხვებით არის სავსე ამ ხარაჩოს მიმართ და პასუხი როგორ გამოსწორდა და როგორ აისახა ამ ხარაჩოს ფუნქციონირება ახალ პროექტში, საერთოდ აღარ დევს ინტერნეტში, - ამბობს ხელოვნებათმოცდნე ნიკა ვაჩეიშვილი.
გელათის მცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, მოხსნილია საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვა. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მონასტერში წყალი ჩადიოდა, რის გამოც ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა დაზიანდაა. გარდა ამისა, გელათისს მცველებმააა შენიშნეს მინის სარკმელიც, რომელიც სახურავის კრამიტშია განთავსებული, თუმცა არავინ იცის, როდის დაამონტაჟეს ეს სარკმელი ან რა დატვირთვა ექნება.
ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდეა დაგეგმილი, რაც გელათის მცველების აზრით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსისთვის შესაძლოა, განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდეს.