"ისწავლე ქართული ენა და ისტორია" - ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი პროგრამა შეიქმნა
რა გზით უნდა დაბრუნდნენ ეთნიკურად ქართველები სამშობლოში? ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი პროგრამა შეიქმნა." ისწავლე ქართული ენა და ისტორია" - ეს არის პროექტის მთავარი მიზანი, რომლის ერთ-ერთი ავტორიც გია ხუხაშვილია.
ემიგრაციის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ბენეფიციარებთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ემიგრაცია მეორე, მესამე მეოთხე თაობის და ბევრმა მათგანმა, უბრალოდ, ქართული ენაც არ იცის, მითუმეტეს არ იცის საქართველოს ისტორია. სამშობლოში ვასწავლით ქართულ ენას, ვასწავლით საქართველოს ისტორიას, სამართლებრივ მხარდაჭერას ვიჩენთ, ვემსახურებით, შეიძლება ითქვას, მათ პატრიოტულ აღზრდას და იმედი მაქვს, რომ ნამდვილ პატრიოტებს გავზრდით, საბოლოო ჯამში, - ამბობს გია ხუხაშვილი.