ლიანა ისაკაძეს დღეს დაკრძალავენ

07.07.24 12:59
ლიანა ისაკაძეს დღეს დაკრძალავენ

ლიანა ისაკაძეს დღეს დაკრძალავენ. ცნობილი მუსიკოსის სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  მიმდინარეობს. 78 წლის მევიოლინეს პატივს მიაგებენ კოლეგები და მსმენელები.

ლიანა ისაკაძეს 14:00 საათზე მახათას მთაზე მდებარე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  დაასაფლავებენ.