დაზიანებული სახლები და ავტომობილები - თბილისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

07.07.24 15:13
დაზიანებული სახლები და ავტომობილები - თბილისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თბილისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ მხოლოდ ფონიჭალაში ოცამდე სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია ავტომობილები და კომუნიკაციის სისტემები, წაქცეულია ხეები.

სულ რამდენიმე წუთის წინ კრწანისის გამგებელი სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებში ფონიჭაალაში მივიდა.

ღამე, სადღაც 03:00 საათი იქნებოდა, წამოვიდა წვიმა, თანდათან გაძლიერდა და მერე ეს წვიმა გადაიქცა ქარბობალად. აშკარად ქარბოქალა იყო, იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო რამის დანახვა. იმ პერიოდში ვერც დავინახეთ ეს ხე წაიქცა თუ არა. ზარალი ის არის, რომ ავტოფარეხი დაზიანდა და ავტომობილიც დაზიანდა, - ამბობს გამგებელი.

კრწანისის გარდა რთული ვითარებაა სამგორის და საბურთალოს რაიონებში. ხალხი დახმარებას ითხოვს. ამ წუთებში სტიქიის ლიკდავციის სამუშაოები მიმდინარეობს.