37 მლნ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებში - რაში ხარჯავს კოლოსალურ თანხებს მთავრობა?

07.07.24 15:42
37 მლნ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებში - რაში ხარჯავს კოლოსალურ თანხებს მთავრობა?

კონცერტებში გადახდილი 37 მილიონი ლარი - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებში მთავრობამ იმაზე მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ბილეთების რეალიზაციიიდან მიღებული შემოსავალია. Black Sea Arena-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37 მილიონი მხოლოდ სამ კონცერტში დაიხარჯა, ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ კი 15 მლნ ლარი შეადგინა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, მილიონობით ლარის კონცერტებში დახარჯვა, არასწორია. 

ამ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გაჭირვებული ადამიანი და მთავრობა ამ გაჭირვებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად ფინანსურ უსახსრობას ასაბუთებს ხოლმე და მაგალითად ეს მოყავს, აი, ამ დროს სახელმწიფომ დახარჯის მილიონობით ლარის სუბსიდიაზე, იმ კონცერტებზე, რომლის შემოსავალიც ამის ნახევარიც არ არის. ეს არის თანხების არარაციონალური ხარჯვა. წესით, ქვეყანა უნდა იყოს იმდენად მიმზიდველი, უნდა იდგმებოდეს ისეთი ნაბიჯები, რომ შემოიოდეს ტურისტები, მაღალბიუჯეტიანი ტურისტები, რომლებიც უნდა ასუბსიდირებდნენ და აფინანსებდნენ მსგავის კონცერტების გამართვას, - ამბობს ენმ-ს ირაკლი ნადირაძე.

ხელისუფლების მხრიდან თანხების ფალნგვაზე საუბრობს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიაც. 

ფლანგავენ ჩვენს ფულს როგორც კორუფციულად, ასევე ვითომდა მიზნობრივი პროექტების დროს და არიან გასული სრულ დანაკარგზე მაშინ, როდესაც ამ ფულის მოხმერაბ შეიძლებოდა არაერთი რეალურად კარგი და საჭირო მიმართულებით, მათ შორის სოციალური მიმართულებით ქვეყანაში, სადაც მეხუთე ბავში შიმშლობს და სადაც მოხუცებულები არიან შემზარავ დღეში. ასეთ ქვეყანაშ 22 მლნ დაკარგვა არის დანაშაული, - ამბობს გეგელია.

"ევროპული საქართელოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე კი ამბობს, რომ კონცერტების გამართვა და უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა კერძო ბიზნესის საქმეა და წესით, ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.  

სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. ეს უნდა იყოს კერძო ბიზნესის საქმე და ამაში საერთოდ არაფერი ესაქმება სახელმწიოფს. როდესაც სახელმწიფო ასეთი დოზით ერევა ამ ბიზნესში, ასეთი ბიზნესი ვეღარ ვითარდება. საბიუჯეტო ფული ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე იხარჯება. ეს არის როგაანზიაცია, რომელიც ცალკე კანტორად გადააქციეს, ბერას სამეგობროს სამუშაო შექმნეს, სადაც დასაქმებულები არიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ, - ამბობს ბესიკ დონაძე.