ხმაური ვარკეთილში - ცხოველთა უფლებების დამცველები აქციას მართავენ

07.07.24 15:52
ხმაური ვარკეთილში - ცხოველთა უფლებების დამცველები აქციას მართავენ

ხმაური იყო ცოტახნის წინ ვარკეთილის მეურნეობაში. ცხოველთა უფლებების დამცველები მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღავანელობასთან ითხოვდნენ შეხვედრას. მოქალაქეების ინფორმაციით, თავშესაფარში მიუსაფარ ძაღლებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ცხოველებიბი ანტისანიტარიაშიდა უწყლოდ არიან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. 

ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მონიტორინგის სამსახური მიკედლებულ ძაღლებს ქუჩიდან იტაცებს და ქალაქიდან მოშორებით, უკაცრიელ ადგილზე გაჰყავთ.  

კუს ტბაზე მე მყავს ძაღლები მიკედლებული და ერთ-ერთი ძაღლი დავკარგე. დიდი ეჭვია, რომ გადასვეს სხვა ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი მიმკედლებელი, საქმის კურსში არავინ ჩამაყენა. ამიტომ მოვედი მე აქ ჩემი ძაღლის მოსაძებნად. ამასობაშ შემიყვანეს იქ, ვნახე ის, რომ ძალიან ცუდ პირობებშ იყვნენ ეს ძაღლები. საკვები არ ჰქონდათ, წყალი ძალიან დიდი ხნის დასხმული, საკუთარ ფეკალიებში, ერთ ვოლიერში 40 სიცხეში შეყრილი 3-4 ძაღლი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს ეს ხელმღვანელობა და ახალი ხელმძღვანელობა მოვიდეს, რომელსაც ეყვარება ცხოველები და ბევრად გაუმჯობესდება მათი პირობები, - ამბობს ცხოველთა დამცველი.