"რეაგირება გვექნება" - ლავროვი აშშ-ს ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს უკრაინასთან თანამონაწილეობის გამო "საპასუხო ზომებით" ემუქრება. საქმე ეხება იერიშებს ყირიმსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
როგორც ლავროვმა რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან მიცემულ კომენტარში განაცხადა, „აშშ-ს პირდაპირი მონაწილეობის გარეშე“ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს ვერ განახორციელებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობის გარეშე, თანამგზავრების მონაცემების მომზადებაში, ეს რაკეტები (გაშვებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ) ვერსად გაფრინდებოდნენ. ამერიკელები და ნატოს წევრები ამბობენ: ”ჩვენ არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ ვეომებით". ეს ხუდი თამაშის უხეირო პოზაა. რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ რეაგირება გვექნება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში თქვენ ამას შეიტყობთ, - განაცხადა ლავროვმა.