ფიზიკური ანგარიშსწორება და არაადამიანური მოპყრობა ქუთაისის ციხეში - პატიმარი შველას ითხოვს

07.07.24 17:26
ფიზიკური ანგარიშსწორება და არაადამიანური მოპყრობა ქუთაისის ციხეში - პატიმარი შველას ითხოვს

ქუთაისის მეორე ციხეში მოთავსებული პატიმარი შველას ითხოვს. ანრი წურწუმია ირწმუნება, რომ პენიტენციურ  დაწესებულებაში სასტიკად სცემეს. ფიზიკური ანგარისწორების შემდეგ კი სამარტოო საკანში მოათავსეს და აშიმშილეს. საავადმყოფოში მიყვანილ პატიმარს ექიმმა პირდაპირ უთხრა, რომ 30 წუთიც რომ დაეგვიანათ, შესაძლოა, მომხდარი ფატალურად დასრულებულიყო. 

დასჯის მიზეზი მსჯავრდებულის მიერ გამოთქმული პრეტენზია გახდა. ქუთაისიდან გამოგზავნილ წერილში ქურდობისთვის დაკავებული წერს, რომმ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ციხის ადმინისტრაცია კი მის თხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამასთან, პატიმარი წერილში აღნიშნავს, რომ მას ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებასაც არ აძლევენ. 

ორი სტენდი ჩამიდგეს მწვავე ინფაქტის გამო. მიზეზი ნერვიული შეტევა გახდა. ადმინისტრაცია ბოროტად სარგებლობს მისი ძალაუფლებით. ჩემს უფლებებს არღვევენ ხშირად ძალის გამოყენებით, ამ დროს კი მეუბნებიან,რ ომ მათ კანონი იცავს და რაც მოესურვებათ, იმას გამიკეთებენ. ჩემი ჩაყვანა დეესკალაციის ოთახშ აკრძალულია, თუმცა მძნარე გამაღვიძეს და ადმინისტრაციის ბრძანებით მაინც ჩამიყვანეს. საჩივარი დავწერე, თუმცა ადრესატამდე ვერცერთი მივიდა. ორჯერ დავიწყე შიმშილობა, ორჯერვე გავილახე. ერთ-ერთი ცემის შემდეგ ინფარქტი მივიღე. რომ ვუთხარი, ცუდად ვარ, გაჩერით-მეთქი, ექიმმა წამლები დამალევინა, მწვავე ტკივილები მქონდა. არ დამიჯერეს და საშიმშილო საკანში ჩამაგდეს. მეორე დღეს გადამიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში. როცა ექიმმა გამსჯინ, თქვა, რომ კიდევ 30 წუთიც რომ დაეგვიანათ, მოკვდებოდაო. საჩივარი დაწერეს ჩემმა ოჯახის წევრებმა. ნახევარ საათში მომიწია მეთქვა დეაჩემისთვის, რომ უკან გაეტანა. დამეხმარეთ!, - წერს პატიმარი. 

კითხვებზე პასუხების მიღება "პირველებმა" პენიტენიცური სამსახურისგან სცადა, თუმცა უშედეგოდ.