წყნეთის გზატკეცილზე, მდინარე ვერეს სიახლოვეს საავტომობილო გზა იშლება - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
წყნეთის გზატკეცილზე მდინარე ვერეს სიახლოვეს საავტომბილო გზა იშლება. მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ მეწყერ საშიიშ ზონაში ცხოვრობენ. ხალხი ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს ითხოვს. სამი წელია წერილებს უწყებიდან - უწყებაში აგზავნიან, მაგრამ უშედეგოდ. თბილისის მერია მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას არ ჩქარობს. ადგილობრივებს მხოლოდ სამას ლარიან დახმარებას სთავაზობენ.
ადგილობრივები პრობლემის მიზეზად ბაგებში ახალი კორპუსების მშენებლობას ასახელებენ.
აღარ გვაქვს სამანქანო გზა, ვერ სასწრაფო მოდის, ვერც სახანძრო. გვყავს პატარა ბაშვები, ოჯახებით ვცხოვრობთ. მივმართეთ მერიას, გამგეობას. ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ იძახიან, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძველ გაკეთებულ ჭებზე მიაერთეს ეს კორპუსების წყალი და ვერ დაიტია წყალმა, ამოვარდა და დაგვინგრია... შევარდა სახლებში, ჩაანგრია გზა. ფეხითაც საშიშია გავლა, იმიტომ, რომ არ არის ღამის გათენება, არაფერი არ არის წესიერად გაკეთებული. ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ასე არ უნდა იყოს. რამდენჯერ განცხადება დავწერეთ და არავინ მოგვაქცია ყურადღება, - მაბობს ადგილობრივი.