"მცემეს, სამარტოო საკანში ჩამაგდეს და მაშიმშილეს" - რას სწერს "პირველებს" ქუთაისის ციხის პატიმარი

07.07.24 20:24
"მცემეს, სამარტოო საკანში ჩამაგდეს და მაშიმშილეს" - რას სწერს "პირველებს" ქუთაისის ციხის პატიმარი

 

 

რა მოხდა ქუთაისის მეორეე ციხეში - ვინ და რატომ სცემა პატიმარი? წერილში, რომელიც "პირველებმა" პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღო, მსჯავრდებული გამაოგნებელ ფაქტებს ყვება. ანრი წურწუმია ირწმუნება, რომ ბადრაგებმა ჯერ სცემეს, შემდეგ სამარტოო საკანში გამოკეტეს და აშიმშილეს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ციხეში არსებული პირობების გაპროტესტებას მოჰყვა.

ახალგაზრდა კაცს გულის დაავადება აწუხებს. მას სპელიალური მეთვალყურეობა სჭირდება. დაკავებულის მეუღლემ ადმინისტრაციის სახელზე საჩივარი დაწერა, მაგრამ წერილის დაწერიდან ოც წუთში მეუღლემ ციხიდან დაურეკა და განცხადების გამოტანა მოსთხოვა. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ პატიმარს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.