მოქალაქეთა ჯგუფი ვაქცინაციის შეწყვეტას ითხოვს - აქცია კანცელარიასთან
ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების საშიშ ნიშნულს უკვე მიახლოვდა - მოქალაქეთა ჯგუფი კი ვაქცინაციის შეწყვეტას ითხოვს.
ანტივაქსერები საკოორდნიაციო საბჭოს სხდომის პარალელურად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას იმუნიზაციის პროცესის შეჩერება მოსთხოვეს.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწამიერად იზრდება და covid19-ს ათეულობით ადამიანი ეწირება, ანტივაქსერებს სჯერათ, რომ ვირუსისგან ხალხს მხოლოდ ღმერთი დაიცავს და ვაქცინა საჭირო არ არის.