შემთხვევა ზუგდიდში - ხის წაქცევის შედეგად მანქანები დაზიანდა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, მრავალწლოვანი ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახური ამ წუთებში ტერიტორიას ასუფთავებს.