ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირი გააუპატიურეს - სავარაუდო მოძალადეს პოლიცია ეძებს

08.07.24 18:57
ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირი გააუპატიურეს - სავარაუდო მოძალადეს პოლიცია ეძებს

საზარელი ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტან - 37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

"პირველების" ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც დაზარალებულის მეზობელა. კაცმა გაქცევა მოასწრო. 

ირკვევა, რომ ძალადობის მომენტში ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. 

მეზობლების მონაყოლის თანახმად, ირკვევა, რომ სასტიკი ცემისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მეზობლებმა ის კლინიკაში გადაიყვანეს, ვითარებაში გარკვევის შემდეგ კი ექიმებმა პოლიცია გამოიძახეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.