პოლიციამ სავარაუდო პედოფილი ხელწერილით გაათავისუფლა

27.07.21 15:24
პოლიციამ სავარაუდო პედოფილი ხელწერილით გაათავისუფლა

ტვ პირველი სავარუდო პედოფილის კვალზე გავიდა, რომელიც არასრუწლოვან ბავშვებს სავარაუდოდ სისტემატიურად ავიწროვებს. 33 წლის მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც სამართალმცველებს მტკიცებულები აქვთ, ჯერ კიდევ თავისუფალია. ირკვევა, რომ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული  მამაკაცი გომელურის უწყების თანამშრომლებმა გამოკითხეს, თუმცა მისი დაკავება საჭიროდ არ ჩათვალეს. მამაკაცს პოლიციის განყოფილებიდან ის მობილურიც გამოატანეს, რომლითაც სავარუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიციებით, 13 წლის ბავშვს სექსუალური ხასიათის წერილებს და ფოტოებს უგზავნიდა.

33 წლის რუსთავში მცხოვრები ირაკლი ტვ პირველს სატელევიზიო ინტერვიუზე არ დათანხმდა, თუმცა სატელეფონო საუბრისას დეტალურად აღწერა, თუ რატომ წერდა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას.

ირაკლი ამტკიცებს, რომ დარწმუნებული იყო გოგონას სრულწლოვანებაში, ამიტომაც ჰქონდა მიმოწერა. ამასთან აღიარებს, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს, იმასაც ყვება, რომ გუშინ პოლიციამ გამოჰკითხა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. 

პირველების ინფორმაციით, განყოფილებიდან რუსთაველი ირაკლი ისე გამოუშვეს, რომ არც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოურთმევიათ და არც მისი პირადი კომპიუტერით დაინტერესდნენ, რათა საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ. 

სავარაუდო პედოფილი გეგმავს, აიყვანოს ადვოკატი და დაამტკიცოს, რომ დამნაშავე არ არის. 

პოლიციაში გამოკითხვაზე ვიყავი, იმ გოგომ თვითონ მომწერა, რომ 13 წლისაა, თუმცა ფოტოებით მივხვდი, რომ სრულწლოვანი იყო. თვითონ კი მომწერა, რომ 13 წლისაა, მაგრამ მატყუებდა. პირველმა თვითონ მომწერა იმ გოგომ, რომ შევხვდეთო. სხვა არასრულწლოვნებთან , დედას გეფიცები, ურთიერთობა არა მაქვს, ამაზე უბრალოდ ვიცოდი, რომ 13 წლის არ იყო. ვიცი, 13 წლის ადამიანთან ასე ურთიერთობა დანაშაულია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მატყუებდა, ადვოკატს ავიყვან და დავამტკიცებ უდანაშაულობას. - ამბობს ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას ირაკლი.

ირაკლის ნათესავებს მომხდარის დაჯერება უჭირთ. ,,საია"-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო პროცედურის გამჭვირვალედ ჩატარება. აუცილებელია, ირაკლის სახლში ჩხრეკის ჩატარება და იმის დადგენა, ხომ არ ჰქონდა მას არასრულწლოვანებთან მსგავსი ხასიათის მიმოწერა.