48 საათი "გლოვოს" კურიერზე სისხლიანი ანგარიშსწორებიდან - შსს-ს დაკავებული არ ჰყავს
მძიმე დანაშაულიდან 2 დღის შემდეგაც არცერთი დაკავებული - "გლოვოს" კურიერზე თავდამსხმელებზე ძებნაა გამოცხადებული. 36 წლის კაცი მინიმუმ ორი თვე სიარულს ვერ შეძლებს. შემდეგაც მას რთული რეაბილიტაცია ელოდება. ოჯახი დარწმუნებულია, რომ თემურ სიგუას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და არა პნევმატიკური პისტოლეტიდან, რა ვერსიაც გამოძიებას აქვს. კურიერს ტერფის ძვლები სულ დამსხვრეული ჰქონდა.
თემურ სიგუას ასე სასტიკად ერთი ბოთლი ლუდის გამო გაუსწორდნენ. თავდასხმაში 8 პირი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი შეიარაღებული იყო. ახალგაზრდა კაცს 7 ნასროლი სამი ტყვიიდან 3 ფეხებში მოხვდა. მოძალადეების სახლი ნუცუბიძის ქუჩაზე ამ დრომდე დაკეტილია, მათი ადგილსამყოფელი კი უცნობი. დღეს იქ მხოლოდ "გლოვოს" კურიერები მივიდნენ მსვლელობით და სადარბაზოსთან სიმბოლურად ლუდის ბოთლი დატოვეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.