კოვიდაფეთქების გამო ქვეყანაში ყველა გეგმიური ოპერაცია გადაიდო
ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკაში გეგმიური ოპერაცია 2 თვით გადაიდო, რათა ახალი კოვიდაფეთქების გამო საწოლფონდის მობილიზება მოხდეს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკა ტიკარაძის თქმით, მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სოციალური აქტივობა და რეგულაციები მკაცრად დაიცვას.
აუცილებელია, მოსახლეობამ გაითვალისწინოს და თვითორგანიზებით და სოციალური პასუხისმგებლობით შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოვეცით ახალი განკარგულება, რადგან საწოლფონდის მობილიზება მიმდინარეობს. ისევე როგორც მეორე ტალღის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ საწოლფონდი გადაერთოს კოვიდმართვაზე. ყველა მძიმე პაციენტი კლინიკებში მოთავსდება- განაცხადა ეკა ტიკარაძემ
კლინიკები, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან კოვიდ ინფიცირებულებს იღებენ, აცხადებენ, რომ ახალი პაციენტების მიღებაზე უარის თქმა უწევთ.
დღეს ვირუსით 4 ათასი ადამიანი დაავადდა.