მედია გადარჩენისთვის მასშტაბურ ბრძოლაში ერთვება- შეხვედრა ,,რედისონში"

27.07.21 16:24
მედია გადარჩენისთვის მასშტაბურ ბრძოლაში ერთვება- შეხვედრა ,,რედისონში"

ამ წუთეში მედიამენეჯერების და სამოქალაქო სექტორის შეხვედრა მიმდინარეობს ,,რედისონში".

საუბრის მთავარი თემა 5 ივლისს განვითარებული პროცესები და მედიიის მიმართ ხელისუფლების გამოცხადებული შტურმია. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ქვეყნაში მედიის მიმართ ძალადობას ხელისუფლებისა და პრემიერ მინისტრის განცხადებები ახალისებს.

ჯურნალისტები, მედიამენეჯერები, მესამე სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს ცდილობდნენ, ეპოვათ გამოსავალი, როგორ გახდეს მედიის მუშაობა უფრო უსაფრთხო. ,,რედისონში" გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში მედიაგარემო საშიში გახდა და ჟურნალისტებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. 

დღეს მედია ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან მან შექმნა ეს ტერორისტული ჯგუფები, 5 ივლისს მან გამოუშვა ქუჩაში. ჩვენ არ ვიცით, ჩვენი თანამშრომლები გადაღებაზე რომ გადიან, უკან დაბრუნდებიან თუ არა ცოცხლები. 

ჩვენ ვიბრძვით თავის გადასარჩენად და ყველა მედია ერთიანი ვართ. აუცილებლად მოუწევს ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა ტერორისტულ აქტზე, რაც ჩაიდინა - ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.

,,ფორმულას" ტელესახე, გიორგი თარგამაძე, პროგნოზირებს, რომ ხვალ სხვა პროფესიის ადამიანები შესაძლოა, აღმოჩნდნენ ტერორის მსხვერპლი, ამიტომ მნისვნელოვანია სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების მცდელობა, ხელისუფლება კანონიერ რელსებზე დააყენონ. 

ამ სიტუაციას შეიძლება, დავარქვათ დანაშაულებრივი გულგრილობა ხელისუფლების მხრიდან.  გვაქვს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ხელისუფლება თავისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით აორგანიზებს მასობრივ ძალადობას, რომელიც ამ ეტაპზე ჟურნალისტებზე ხორციელდება. მაგრამ მხვერპლი სხვა პროფესიის ადამიანიც შეძლება, აღმოჩნდეს. ამიტომაც ვცდილობთ ჩვენ და  არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ხელისუფლება კანონიერ რელსებზე დავაყენოთ - ამბობს გიორგი თარგამაძე.

 ერთობლის შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გამოსავალი ერთადერთია, მედიის გაერთიანება და საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ხელისუფლება გონს მოვიდეს.