"მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კლანური მმართველობა რჩება" - საიას კვლევა

09.07.24 12:02
"მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კლანური მმართველობა რჩება" - საიას კვლევა

ყველაზე დახურულ უწყებად ქცეული იუსტიციის საბჭო და მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფების განუსაზღვრელი გავლენები - სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ანგარიშს საია აქვყენებს. დოკუმნტში წერია, რომ ფორმალურად განხორციელებული რეფორმები უშედეგოა და სისტემის მთავარ გამოწვევად ისევ კლანური მმართველობა რჩება. საია ასევე ამბობს, რომ სასამართლოში საქმეები ამ დრომდე ჭიანურდება, რადგან პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების ნაკლებობაა. ამასთან, ვაკანსიები არსებობს, თუმცა კონკურსი არ ცხადდება.

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება კლანური მმართველობა. ორწლიანი დაგვიანებით პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთი კანდიდატები აირჩია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  დისკუსიას, სხვა დასხვა, განსახვავებული აზრის დაფიქსირებას. შემუშავებული ყველა  საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შარშან განხორციელდა, იყო ფრაგმენტული და სისტემურ გადაწყვეტებს არ ემსახურებოდა. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, მათ გადანაწილებაზე კოლეგია პატალებში სრული უფლებამოსილება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარ ბერკეტად რჩება. ჩვენ 8 წერილი გვქონდა მიმართული იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის საანგარიშო პერიოდში და არცერთ მათგანზე ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენ, აქედან გამომდინარე, იძულებულებიც გავხდით, რომ წარგვედგინა სარჩელი სასამართლოში და ვდავობთ თბილისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, - აცხადებს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N12 ანგარიშის წარდგენა - ვრცლად ნახეთ აქ