სასტიკი მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

27.07.21 15:16
სასტიკი მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა აჭარაში - სასამართლომ ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო. 

საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ტ.ჩ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.დ.  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

სამართალდამცველებმა ზ.დ. 2020 წლის 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.      

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.