სუსიდან გამოჟონილი ფაილების საქმე - 7 სასულიერო პირი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის
სუსიდან გამოჟონილი ფაილების საქმე ევროსასართლოში წავიდა. საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურრგში სასულიერო პირები უკანონო მოსმენების საქმეზე უჩიავიან. მოსარჩელე 7 საუსლიერო პირია, ვისაც ლილუაშვილის უწყება წლების განმავლობაში უკნონოდ უსმენდა, უთვალთვალებდა და მასალას აარქივებდა. მათ შორის არის გიორგი მამალაძე, დეკანოზი, რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ გათვაისუფლდა.
სიციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს კრეპსებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის თაობაზე მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ეხება, რაც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ კრეპსები გამოძიებას არ უკავშირდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სუსი ამ ადამიანებს უკანონოდ უთვალთვალებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მალევე მოგვენიჭა, პრინციპში, გამოძიებას ხელშესახები შეეგები სამი წლის თავზეც არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ საქმეზე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც სისტემურად დავობს მასობრივი მოსმენების პრაქტიკაზე ქვეყანაში და ვდავობთ როგორც იმაზე, რომ სავარაუდოდ, სუსი ახორციელებდა უკანონო მოსმენებს, ასევე იმაზეც, რომ პროკურატურამ არ უზრუნველყო ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება, - ამბობს თამთა მიქელაძე.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, განმცხადებლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სწორედ ამიტომ ახლა 7 მომჩივანი იძულებული გახდა, რომ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაეგზავნა.