რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე სასამართლოში თავდაყირა დადგა - რა ჩვენებები მისცეს პოლიციელებმა

09.07.24 16:29
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე სასამართლოში თავდაყირა დადგა - რა ჩვენებები მისცეს პოლიციელებმა

პოლიცილების აღიარებითი ჩვენება სასამართლო დარბაზში -  გომალურის უწყება დიდ შარში გაეხვა. პოლიცილებმა დღეს მოსმართლეს დაუდასტურეს ის, რასაც დაცვის მხარე თვეებია ამტკიცებს -  სამოქალქო აქტივისტი გიორგი დუმაბძე დაკავების დროს სცემეს, ტანსაცმელი შემოახიეს და მობილური ტელეფონი წაართვეს. ეს ფაქტები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ უარჰყვეს. ორივე მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ აქტივიტი ჯერ კორდონში შეათრიეს, მათთან მისვლის დროს კი ის სასტიკად იყო ნაცემი.

ამასთან, მოწმე პოლიციელები პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ გიორგი დუმბაძე უმისამართოდ იგინებოდა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ აქტივისტი საკანონმდელო ორგანოს მიმართულებით იგინებოდა. 

უცნაური იყო კიდევ ერთი გარემოება - მოწმე პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ დაკავების დროს დუმბაძეს მობილური არ ჰქონდა, თუმცა იგივე პოლიცილებმა მას ტელეფონი პროცესის დასრულების შემდეგ პირადად დაუბრუნეს.

ტელეფონი დღემდე ანუ 30 აპრილის შემდეგ, დღეს არის 9 ივლისი, არ ვიცოდი ასავალ-დასავალი ამ ტელეფონის და დღეს, როცა სასამართლოდან გამოვედით და ჩემი დამკავებელი პოლიციელი სხდომაზე ამბობდა, რომ არ იცოდა ტელეფონის შესახებ არაფერი, ტელეფონი ოქმში არ იყო ასახული, ის დაიკარგა და ა.შ., გამოვედით, მელოდებოდა, „გიორგი, როგორ ხარო?“ და ტელეფონი დამიბრუნა. ფაქტი თვითონ არის ძალიან ცუდი და გამაღიზიანებელი, რომ ორი-სამი თვის განმავლობაშ მთელი სისტემა უარყოფდა ამ ტელეფონის არსებობას და უცებ სასამართლოდან გამოსული მოქმე საკუთარ ჩვენებს უარყოფს, - ამბობს გიორგი დუმბაძე. 

გიორგი დუმაბძის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ახლა სათათბიროდ არის გასული. ის გადაწყვეტილებას 17 ივლისს გამოაცხადებს.