ბათუმში წყალდიდობის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოც დაიტბორა

27.07.21 15:43
ბათუმში წყალდიდობის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოც დაიტბორა

სტიქიის შედეგად ბათუმში სხვა შენობებთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოც დაიტბორა. წყალი მის პირველ სართულზე შევიდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის აჭარის ბიუჯეტს 27 მილიონი დაუჯდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობას კოვიდფაციენტები გადიან. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ტვ პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ სამუშაოები სტიქიის ლიკვიდაციისთვის გრძელდება.

13 საათისთვის 150-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა ბათუმისა და მის გარშემო სტიქიის ზიანის შესახებ. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24 საათიანი სამუშაოები მიმდინარეობს. დაიტბორა ათობით ქუჩა, მათ შორის შენობები და რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი სართული. ეს ინტენსიურმა ნალექმა გამოიწვია. საავადმყოფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. - აცხადებს ბათუმის მერი. 

ბათუმში ამ წუთებშიც ძლიერი წვიმაა. მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

 

 

მსგავსი სიახლეები