შსს სკანდალშია - აქტივისტ გიორგი დუმბაძის წინააღმდეგ შეკერილი საქმე პოლიციელებმა თავდაყირა დააყენეს
აქტივისტის საქმე, რომელიც შს სამინისტროს პოლიციელებმა ჩამოუნგრიეს - გიორგი დუმბაძის წინააღმდეგ მოწმეებად მისულმა გომელაურის თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს. დაადასტურეს ყველაფერი, რასაც დაცვის მხარე ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ აქტივისტი დაკავების დროს სცემეს, კორდონში შეთარიეს, ტანასაცმელი შემოახიეს და მობილური წაართვეს.
ერთ-ერთი პოლიციელი ამტკიცებდა, რომ დაკავების დროს დუმბაძეს მობილური თან არ ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავი ტყუილში თავად ამხილა. სხდომის დასრულების შემდეგ სამართალდამცველმა აქტივისტს მობილური დაუბრუნა. ფაქტია, რომ დუმბაძის წინააღმდეგ შეკერილი საქმე პოლიციელებმა თავდაყირა დააყენეს. ის, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, გომელაურის უწყებისთვის დიდი სკანდალია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.