სანქციების გვერდის ავლის მორიგი მცდელობა? - რუსთავის მეტალურგიული კომბინატი სანქცირებული რუსების ხელში გადადის

09.07.24 20:28
სანქციების გვერდის ავლის მორიგი მცდელობა? - რუსთავის მეტალურგიული კომბინატი სანქცირებული რუსების ხელში გადადის

 

 

რუსთავის გიგანტი სანქცირებული რუსების ხელში გადადის. მეტალურგიული კომბინატი პუტინის გარემოცვის წევრს დიმიტრი კუპიანსკის პარტნიორებს ჩააბარეს. საწარმოს ახალი მენეჯმენტის კუთვნილი კომპანია კი საყოველთაო სანქციების ქვეშ იმყოფება. ევროკავშირი, ბრიტანეთი, შეერთებული შტატები - მთელი დასავლური სამყაროსგან დასანქცირებული კომპანიის წარმომადგენლები ახლა ქართულ მეტალურგიას იგდებენ ხელში.

ეს იგივე ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინ გაზპრომის შეკვეთებს ასრულებდა და რუსეთში უმსხვილეს მეტალურგიულ წარმოებას მართავდნენ. ევროპული და ამერიკული სანქციების შემდეგ კი ქართულ ბაზარზე დამკვიდრება გადაწყვიტეს.

რუსთავში რუსული კვალის გამოჩენა კი აჩენს ეჭვს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო შესაძლოა, რუსებისთვის სწორედ სანქციების გვერდის ავლის ოაზისად იქცეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.