მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საცხოვრებელი სახლი დაწვეს

27.07.21 15:57
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საცხოვრებელი სახლი დაწვეს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საცხოვრებელი სახლი დაწვეს - ინფორმაციას 
aktual.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 27 ივლისს, 04:00 საათზე, მოხდა. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი განგებ გააჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, დამწვარი სახლის მეპატრონეები დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობენ. სახლში, მეორე სართულზე, არსებული ოთახები მთლიანადაა დამწვარი. მეორე ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროენერგიის პრობლემა გახდა.

ამჟამად, კრიმინალური პოლიცია და ექსპერტი არკვევენ დეტალებს. Aktual.ge ამჟამად ცდილობს, დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.