GWP-ის 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა - მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

27.07.21 16:47
GWP-ის  600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა - მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე ჩანგრეულ გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. 

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის, თქმით, რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. 

"სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აქ GWP-ის მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიცაა. პირველი რიგის სამუშაოა, რომ კონკრეტულად, ეს დაზიანება აღმოიფხვრას. ამის შემდგომ კი, უკვე პროვაიდერი კომპანიების მიერ თავიანთი ქსელების შემოწმება მოხდება. შესაძლოა, ისინიც იყოს დაზიანებული“, - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.  

მსგავსი სიახლეები