რუსული კლუბი ბათუმში და Z და V სიმბოლოები - ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან
ბათუმში Z და V საომარი სიმბოლიკებით კარატის რუსული კლუბი "ტორნადო" შენიშნეს - რუსულენოვანი ტელეგრამ არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცის ცნობით, კარატის კლუბის წევრების მიერ ომის სიმბოლიკიანი მაისურების ტარება მოქალაქეებმა გააპროტესტეს, რამაც რუსების გაღიზიანება გამოიწვია.
კლუბის წევრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, როდესაც ქართველებმა პოლიციაში დარეკეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ტორნადო ბათუმში: რუსეთიდან სამხედრო-პატრიოტულმა ბანაკმა V და Z სიმბოლოებით საქართველოში დასვენება მოაწყო.
გუშინ და დღეს რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების დიდი ჯგუფი ზრდასრულებთან ერთად ზემოთ მოყვანილი მაისურებით. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხით გაიარა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ.
საქართველოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობის შესახებ კომენტარების საპასუხოდ, მოზარდების თანმხლები პირები აგრესიულ პასუხებს იძლეოდნენ და ამბობენ, ჩვენ ისე დავდივართ, როგორც გვინდა, ეს თქვენი საქმე არ არისო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ მათ გამვლელების მიმართ მუქარა დაიწყეს, ისინი სასწრაფოდ გაბრუნდნენ სასტუმროში". - წერს ლევშიცი.