,,წინ გველის ცემა-ტყეპა და ხელკეტები"-მედიამ ძალადობაში მონაწილე სასულიერო პირების იდენტიციფირება მოახდინა

27.07.21 17:16
,,წინ გველის ცემა-ტყეპა და ხელკეტები"-მედიამ  ძალადობაში მონაწილე სასულიერო პირების იდენტიციფირება მოახდინა

 დადგენილია 27 სასულიერო პირი, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების ცემისა და ქალაქის ქუჩებში მასობრივი ძალადობის ეპიცენტრში იყო.  გაშიფრულია იმ მღვდლების ვინაობა, ვინც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა და მათიც, ვინც ძალდობრივი დაჯგუფების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. მოძალადე სასულიერო პირებს შორის იყო მამა გიორგი პავლოვიც, მღვდელი საგარეჯოდან, რომელმაც ძალადობა  ჯერ კიდევ 5 ივლისს დილით დაანონსა -„წინ გველოდება ბრძოლა, ცემა-ტყეპა და ხელკეტები,“ ამბობდა სასულიერო პირი. 

,,აიფაქტმა" გამოძიების შედეგად 27 მოძალადე სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახერხა, თუმცა პოლიცია მათ დაკავებას არ ჩქარობს.

ეს პირები 5 ივლისს იქ იყვნენ მაშინაც, როცა კონსტანტინე მორგოშიამ სიამაყით ამბობდა ,,სირცხვილიას" ოფისის დარბევის შემდეგ, რომ ,,პოლიციამ კურდღლები იქიდან გაყარა და გზა გაგვითავისუფლა. ამ ვიდეოში ნათლად ჩანს რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც ამმ მოწოდებას ისმენს და არ ჩანს, ამ მოწოდებას ან არ ეთანხმება, ან წუხს.არსებობს ამის ვიდეოკადრები და სქრინები, სასულიერო პირები როგორ ქადაგებენ ამბიონიდან, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 5 ივლისს, რომ სიბილწე ალაგმონ. - ამბობს ,,აიფაქტის" წარმომადგენელი.

ტვ პირველმა თავის მხრივ რამდენიმე სასულიერო პირის იდენტიფიცირება და მათთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა, რეპორტაჟი ,,პირველების" ცენტრალურ გამოშვებაში, საღამოს 8 საათზე, გავა.

“აი, ფაქტმა” ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს, მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით თუ პირდაპირი გაგებით, მათი გვერდში დგომით. ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, “ალტერნატივა საქართველოსთვის”, ალტ-ინფოს და “ქართული იდეის” ლიდერებთან ერთად დგანან. 

  1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 
  6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
  7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის  მონასტერი
  11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე –  ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი 
  17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
  22. მამა ბენიამინ ებრალიძე  – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი  – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველი ვიზუალური მასალის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/15LBl76sdtKptiKYLa6gNX_qLKbRhDccv?usp=sharing