მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიას 200 000 ლარს გამოუყოფს

10.07.24 13:59
მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიას 200 000 ლარს გამოუყოფს

მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანხა "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან" უნდა გამოყოს.