რუსული გემი ოჩამჩირეში - (ფოტო)

10.07.24 16:02
რუსული გემი ოჩამჩირეში - (ფოტო)

ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4 და 5 ივლისის ფოტოებით ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.