წინა დღეს მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - "პირველებმა" საჩხერეში მომხდარის დეტალები გაარკვია

10.07.24 17:25
წინა დღეს მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა -  "პირველებმა" საჩხერეში მომხდარის დეტალები გაარკვია

სასტიკი მკვლელობა საჩხერეში - "პირველებმა"  დურმიშიძის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მეზობელმა  კუტალაძეების ოჯახში რაჭიდან სტუმრად ჩასული 45 წლის კახა ლობჯანიძე ავტომატით მოკლა.

ირკვევა, რომ დაკავებული 29 წლის ბიჭი, გუშინ სიძის ოჯახში ე.წ. საქმის გასარჩევად მივიდა, რადგან წინა დღეს სიძის ოჯახსა და დაკავებულს შორის კონფლიქტი მოხდა. კაცმა  რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც კახა ლობჟანიძე, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, ადგილზე გარადაიცვაკა. 

როგორც "პირველებმა" გაარკვია, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.