აქტივისტების საქმე - კახა კვეკვესკირს მოსამართლემ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ნინო ენუქიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული კახა კვეკვესკირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა - სასამართლომ აქტივისტს 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი აქტივისტი და მისი უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობენ, მოცემულ გადაწყვეტილებას არ ელოდებოდნენ, რადგან მათი თქმით, მოსამართლემ სწორედ იმ ორი პოლიციის ჩვენების საფუძველზე გამოიტანა განაჩენი, რომლებიც კახა კვეკვესკირის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ნინო ენუქიძემ დამაჯარიმა 2 000 ლარით და ტრადიციულად, ამ რეჟიმის ფონზე მოხდა ის, რასაც ველოდებოდით. გამომიწერა ქვითარი, რომელიც უნდა გადავიხადო, რადგან რეჟიმმა მცემა, მაგინა, მირტყა, იძალადა ჩემზე", - ამბობს კახა კვეკვესკირი.