რუსული კანონის მიღების გამო გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტი "ოცნების" ჩინოვნიკებს

10.07.24 20:35
რუსული კანონის მიღების გამო გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტი "ოცნების" ჩინოვნიკებს

 

რუსული კანონის მიღების გამო გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტი "ოცნების" ჩინოვნიკებს. ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლებს ქუჩაში გადაადგილება დიდ თავისტკივილად ექცათ. შესაძლოა, "ოცნებას" ეგონა, რომ პროტესტის ტალღა გადააგორა, მაგრამ სულ ტყუილად. "მოღალატე, ბიძინას მონა" - ამ შეძახილებით დახვდნენ გვიან ღამით ქუჩაში გამოსულ ჯანდაცვის მინისტრს.

აქტივისტს, რომელიც მიხეილ სარჯველაძეს პასუხს რუსული კანონის გამო სთხოვდა, მინისტრმა გარეწარი ეძახა. არ არის გამორიცხული, სარჩელით სარჯველაძემ სასამართლოსაც მიმართოს. ასე მოიქცნენ ის დეპუტატები, რომლებმაც აქტივისტები დასაჯეს და მათ წინააღმდეგ შეძახილების გამო ფულადი ჯარიმების გადახდა მოუწიათ. ადამიანები, ვინც რუსულ კანონს ქუჩაში თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ ვერანაირი მეთოდით ვერ დააშინებენ. "ოცნებას" კი დისკომფორტს მომავალშიც უანონსებენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.