გაიხსნება თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრონტის ხაზი?

10.07.24 20:28
გაიხსნება თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრონტის ხაზი?

 

დიდი საფრთხე ქვეყნის წინაშე. გაიხსნება თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრონტის ხაზი? კრემლის გეგმა შესრულებულია. რუსული სამხედრო გემი ახლა ოჩამჩირის პორტში დგას. სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა, რომ ეს არის ხომალდი, რომელიც 28 ივნისს ნოვოროსისკიის პორტში იდგა, რამდენიმე დღეში კი ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა. ის კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მაგრამ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც. 

სწორედ მსგავსი ტიპის ნავი ჩაძირეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი წლის წინ ზმეინის კუნძულთან. ხომალდს მაშინ ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა. ამიტომ ქვეყანა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოჩამჩირის აკვატორიაში უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებით რუსული რვა წყალქვეშა ნავისა და 5 სამხედრო გემის შეყვანა. უკვე სექტემბერში კი ოჩამჩირის საზღვაო ბაზა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს. თუ პუტინი იერიშს უკრაინაზე ოჩამჩირიდან მიიტანს, მაშინ პასუხიც, სავარაუდოდ, არ დააყოვნებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.