რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

11.07.24 00:03
რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა - ფლანგვის დეტექტორი

სახელმწიფოს წლებია, პარკებისთვის და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს ჯეო პარკს თითქმის ₾17 მილიონი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად.

 საქართველოს მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის ყიდვა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა.

სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა", - წერია "ფლანგვსი დეტექტორის" მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.