აქტივისტების საქმე - ლევან ბუდაღაშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ჩიკაშუამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულ ლევან ბუდაღაშვილის საქმეზე განაჩენი გამოიტანა - აქტივისტს სასამართლომ, მხოლოდ და მხოლოდ, სიტყვიერი გაფრთიხლება მისცა.
ცნობისთვის, ლევან ბუდაღაშვილი 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.