სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში - ეზრა ზეია

11.07.24 14:38
სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში - ეზრა ზეია

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია მესამე სექტორს შეხვდა. ამის შესახებ სახდეპის მაღალჩინოსანმა X-ზე დაწერა და ხაზგასმით განაცხადა, რომ სწორედ ეს ადამიანები თამაშობენ გადამწყვეტ როლს საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში.

მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები ყველას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს", - წერს ზეია.