განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება- დაკავებულია 1 პირი
გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული. ირკვევა, რომ კომპანის დირექტორი შემოსავლებს არასწორად ადეკლარირებდა, რის გამოც ბიუჯეტს მილიონ ნახევარზე მეტი ლარის ზარალი მიაყეენა.
ბრალდებულს შესაძლოა, ციხეში რვა წლის გატარება მოუწიოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1 524 223 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.