იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე აღარავის უშვებენ - რას მალავენ საბჭოს გავლენიანი წევრები?
ლევან მურუსიძე და მისი დაჯგუფება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე აღარავის უშვებს. უკვე რამდენიმე კვირაა დამკვირვებლები კართან დგანან და გავლენების მქონე პირების შეკრებაზე შესვლის უფლებას ითხოვენ.
არასამთავრობოებს, რომლებსაც სხდომზე დასწრება სურთ, თავიდან სხვა და სხვა მიზეზით იცილებენ. იყო შემთხვევა, როდესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ სხდომა გადაიდო, თუმცა მაინც ჩაატარეს.
არსებობს ეჭვი, რომ საიდუმლო სხდომაზე ლევან მურუსიძე მის სანდო კადრებს აწინაურებს და ახალ თანამდებობებზე ნიშნავს.
პირდაპირი მნიშვნელობით დაუხურეს კარი დამკვირვებლებს უკვე დიდი ხანია, იმიტომ, რომ სხდომათა დარბაზში არ უშვებენ და ბოლო ორ სხდომაზე უკვე უშუალოდ სხდომებზე აღარ უშვებენ და დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ. ფაქტობრივად, ატყუებენ იქ მისულ ადამიანებს. ეს პროცესი არის, რა თქმა უნდა, გამიზნული იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაფარულა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები , საზოგადოებამ არ იცოდეს მათი საქმიანობის შესახებ . შეიძლება ითქვას, რომ ამ ტენდენციით უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში რა ხდებოდა არ იყო ცნობილი და დაკვირვების შესაძლებლობა არ არსებობდა, - ამბობს სასამართლო გუშაგის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დღის წესრიგი ზოგადია. ისინი არ აქვეყნებენ რა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღეს, ამიტომ ერთადერთი წყარო, ვისაც რაიმე ინფრომაციის მიღება შეეძლო, სამოქალაქო საზოგადოება იყო.