რა მიზეზით გააუქმეს ოქსფორდის უნივერისტეტის პროფესორებმა სიმპოზიუმი თბილისში - რას ამბობენ ქართველი მეცნიერები
ოქსფორდის უნივერისტეტის პროფესორებმა თბილისში დაგეგმილი კონფერენცია გააუქმეს. ქართველ მეცნიერებს მეილზე მიუვიდათ შეტყობინება, რომ ბრიტანელი მკვლევარები ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში, რომლის საშუალებითაც გვექნებოდა შანსი ქართული ისტორია და კულტურა ინგლისელებისთვის გაგვეზიარებინა.
ბიზანტიის ისტორიის მკვლევარების ნაწილი საქართველოში იმყოფება, ისინი ქვეყანას კვირას დატოვებენ, თუმცა ყველა ოფიციალური შეხვედრა და ოფიციალური სიმპოზიურმი, რაც 7 ივლისს საჯარო ბიბლიოთეკაში იყო დაგეგმილი, საბოლოოდ ჩაიშალა. გადაწყვეტილება საელჩოსთან კონსულტაციებით არის მიღებული.
ეს არის სრული იზოლირება - ამბობენ ქართველი მეცნიერები და პროფესორებ და საქართველოს ხელისუფლების მავნებლობაზე საუბრობენ.
მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ რუსულ კანონზე. აქ საუბარია იმ ძალადობაზე და შევიწროებაზე, რაც ბოლო დროს არის ქვეყანაში. გაიარეს კონსულტაცია ასევე ბრიტანეთის საელჩოსთან და გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ. ათწლეულების მანძილზე ვიყავით იზოლირებულები და აი ამ კონტაქტების ფუნქცია ზუსტად ის იყო, რომ ევროპელ და ქართველ მეცნიერებს საერთო ენა ეპოვათ. ძალიან დიდი იზოლაციაა. კატასტროფა და მავნებლობა ხელისუფლების, ამაში მდგომარეობს", - აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე.
"პირველები" საჯარო ბიბლიოთეკასაც დაუკავშირდა და მის ხელმძღვანელს, კონსტანტინე გამსახურდიას ჰკითხა, თუ რა განემარტათ სიმპოზიუმის ჩაშლის მიზეზად, თუმცა გამსახურდიამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია არსებული სიმპოზიუმის შესახებ, რომელსაც 100ზე მეტი ქართველი მეცნიერი და 40-მდე ბრიტანელი ოქსპორდის უნივერსიტეტის პროფესორი უნდა დასწრებოდა.