"სარჩელს ვამზადებთ, ყველა, ვინც ბულინგში მონაწილეობდა, უნდა დაისაჯოს"- "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების მასშტაბური აქცია თბილისში
თბილისში "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების მასშტაბური აქცია მინდინარეობს. კიკვიძის ქუჩაზე გაფიცული ასობით ადამიანის საპროტესტოო შეძახილები ისმის.
კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ხელმძღვანელ პირებს ბულინგში, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მუშაობაზე უარს ჯაში 4600-ზე მეტი დასაქმებული ამბობს.
"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების მოთხოვნას, ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე,დ აემატა განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ასევე მზადდება სარჩელი იმ მენეჯერების წინააღმდეგ, რომლებსაც თანამშრომლები ბულინგში ამხელენ.
კომპანიამ ცოტა ხნსი წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობას განაგრძობს, თუმცა გაფიცულების ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და აიმასაც ამბობენ, რომ ახლა მაგიდაზე მაღალი რგოლის მენეჯერები სხედან და სწორედ ისინი ითავსებენ სხვადასხვა ფუნქციებს. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა შიგნით დარჩნენ, ერთ ცვლაში 250 ლარს სთავაზობენ.
"მაგიდების უმრავლესობა დახურულია, არ მუშაობს. ტოპ-მენეჯმენტი ავალებს საშუალო რგოლის მენეჯერებს, ჩაიცვან ამ ბავშვების მაისურები და მათი საქმე შითავსონ. დიდხანს ვერ გაძლებენ ეს ადამიანები. სარჩელს ვამზადებთ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ბულინგში მონაწილე მენეჯერები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. იქნება 24 საათიანი გაფიცვა, ღამეც აქ ვიქნებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მარტო მშობელი უნდა დაგეღუპოს, რომ დაისვენო, თუ ძმისშვილი დაგეპუა არ გიშვებენ, მარტო დედა და მამა თუ დაგეღუპა, მაშინ გიშვებენ", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.