იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული? - რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე?
რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული. შემთხვევა რამდენიმე საათისს წინ მოხდა.
17 წლის ბიჭი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან ჩამოვარდა, სადაც ნათესავთან ერთად სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავის შეკავება ვერ შეძლო და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
შრომის ინსპექციის სამსახური მოსულია და თავიდან ბოლომდე უნდა გაიაროს, თუ რა მოხდა. ზეპირად ვერ ვიტყვით, რა მოხდა, უნდა გავიაროთ ყველაფერი. კონკრეტული ადგილების გადამოწმებაზე მივიდვართ ახლა", - ამბობს შენობის ადმინისტრატორი.