ქეთი ჯავახიშვილის სასტიკი მკვლელობა - ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს
უვადო პარტიმრობა ან იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში 22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებული ხმას არ იღებს, თუმცა მისი ადვოკატი ცდილობს, სასამართლო დაარწმუნოს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ოთარ ცინდელიანი შეურაცხადი იყო. არის ნარკოდამოკიდებული და ამიტომ ის ციხის ნაცვლად კლინიკაში უნდა გაუშვან. ეს კი, პრაქტიკულად, დანაშაულის აღიარებაა.
დღეს პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევდნენ. წარადგინეს ფოტომასალა, რის მიხედვითაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ცინდელიანი დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობდა. ასევე, მოისმინეს 112-ში შესული ზარის აუდიოჩანაწერი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებით მძიმე მოკლული გოგოს ოჯახისთვის იყო. წითელუბანში მდებარე ობიექტის დარაჯი პირველი იყო, რომელმაც ქეთი ჯავახიშვილი დასახიჩრებულის ცხედარი აღმოაჩინა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.