ხალხი გაჭირვების პირისპირ - ფასების სიძვირით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
ოლიგარქის გამდიდრებულმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხი გაჭირვების პირისპირ დატოვა. ფასების სიძვირით ჩვენი ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილზეა. ყველა მეზობელ სახელმწიფოში პროდუქტი იმაზე გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ძვირი ცხოვრებით ვუსწრებთ რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც. ადამიანებს ლამის ყოველ დღე დახლებზე სულ უფრო გაძვირებული სურსათი ხვდება.
მოქალაქეებს თავის გადარჩენა და სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტის შეძენა უკვე დიდ გამოწვევად ექცათ. ხშირად არჩევანის გაკეთება წამლებსა და სურსათს შორის უწევთ. აგრარული ბაზრები ცარიელდება, რადგან მყიდველი არ ჩანს. უფასო სასადილოებთან გაჭირვებული ადამიანების ისედაც გრძელი რიგი ყოველ დღე იზრდება.
ჩნდება კითხვა, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებში არის შესაძლებელი, რომ ფასები დარეგულირდეს, რატომ არ ხდება იგივე საქართველოში? ხალხი პასუხს ხელისუფლებას სთხოვს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები უკიდურეს სიღატაკეში ჩატოვა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.